„ჯორჯიან ეარვეისი“ - პირველი ივლისიდან რეგულარულ ფრენებს ვიწყებთ, მგზავრებს მაისი-ივნისის ბილეთების სხვა თარიღებზე გადაჯავშნა უფასოდ შეუძლიათ 
„ჯორჯიან ეარვეისი“ - პირველი ივლისიდან რეგულარულ ფრენებს ვიწყებთ, მგზავრებს მაისი-ივნისის ბილეთების სხვა თარიღებზე გადაჯავშნა უფასოდ შეუძლიათ 

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ აცხადებს, რომ მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან კომპანია რეგულარულ ფრენებს იწყებს.

ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის ფეისბუქგვერდზეა განთავსებული.

„პირველი ივლისიდან „ჯორჯიან ეარვეისი“ რეგულარულ ფრენებს იწყებს. გუშინ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააანონსა რეგულარული რეისების აკრძალვის შესახებ, რომელიც 31 ივნისის ჩათვლით იმოქმედებს. მგზავრებს, რომელთაც აქვთ მაისი-ივნისის ბილეთები, შეუძლიათ, უფასოდ გადაჯავშნონ სხვა ალტერნატიულ თარიღებზე“, – აცხადებს ავიაკომპანია.

დატოვე კომენტარი