„ჯორჯიან ეარვეისი“ მგზავრებს თბილისი-ერევანი-მოსკოვის ტრანზიტულ ფრენებს შესთავაზებს
„ჯორჯიან ეარვეისი“ მგზავრებს თბილისი-ერევანი-მოსკოვის ტრანზიტულ ფრენებს შესთავაზებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მგზავრებს თბილისი-ერევანი-მოსკოვი ტრანზიტულ ფრენებს შესთავაზებს.

„როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მიმართულებით საჰაერო გადაყვანები აეკრძალათ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით აკრძალვა შეეხება ქართულ ავიაკომპანიებსაც.

იმ შემთხვევაში, თუ აკრძალვა 8 ივლისიდან ამოქმედდება, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ საკუთარ მგზავრებს შესთავაზებს თბილისი-ერევანი-მოსკოვის ტრანზიტულ ფრენებს“, – აღნიშნულია „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაში.