„ჯორჯიან ეარვეისი“ დღეს ლონდონი-თბილისის ავიარეისს შეასრულებს

09:58, 04.04.2020

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ დღეს ლონდონი-თბილისის მიმართულებით ფრენას განახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ რეისი გეგმურია და მასზე კომპანიას ბილეთების ნაწილი გაყიდული ჰქონდა ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამდე დიდი ხნით ადრე. შესაბამისად, 4 აპრილის რეისით ისარგებლებენ მგზავრები, რომელთაც ბილეთები უკვე ჰქონდათ ნაყიდი. დარჩენილი ბილეთები კი გუშინ გაიყიდა.

A9 752 ლონდონი-თბილისის რეისი შესრულდება გატვიკის აეროპორტის სამხრეთ ტერმინალიდან ადგილობრივი დროით 15:15 საათზე.

მსგავსი