„ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამის, ვენისა და თელ-ავივის მიმართულებით მორიგ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს
„ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამის, ვენისა და თელ-ავივის მიმართულებით მორიგ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამის, ვენისა და თელ-ავივის მიმართულებით მორიგ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ამსტერდამის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

4 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);

6 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

11 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);

18 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);

20 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

25 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);

27 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება შემდეგი განრიგით იგეგმება:

5 ივლისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);

12 ივლისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);

თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისი შემდეგი განრიგით შესრულდება:

2 ივლისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი (გაფრენა 07:10, მოფრენა 13:15).

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ჯანდაცვის უწყებებთან შეთანხმებული პროტოკოლების სრული დაცვით განხორციელდება.

„სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2020 წლის 25 ივნისს მიენიჭა.

დამატებითი ჩარტერული რეისების და მიმართულებების დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია ცნობილი გახდება მგზავრებისთვის“,- აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

დატოვე კომენტარი