„ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
„ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამის რეისის მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ მგზავრებს, რომლებაც შეიძინეს ბილეთები ამსტერდამის მიმართულებით და ეკრძალებათ მოგზაურობა ნიდერლანდებში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ  მათ გაყიდვების ოფისებს და მოითხოვონ თარიღის უფასო ცვლილება ან  სხვა მიმართულებაზე გადაჯავშნა.

ამასთან, „ჯორჯიან ეარვეისში“ აცხადებენ, რომ მათი ფრენების განრიგი არ შეიცვლება.

„ჰოლანდიის მთავრობის მიერ, 27 ოქტომბერს გამოცემულ ახალ NOTAM–თან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ განახორციელებს ყველა რეგულარულ რეისს. ფრენები არ გაუქმდება. მგზავრებს, რომლებმაც შეიძინეს ბილეთები ამსტერდამის მიმართულებით და ეკრძალებათ მოგზაურობა ნიდერლანდებში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჩვენს გაყიდვების ოფისებს და მოითხოვონ თარიღის უფასო ცვლილება, ან გადაჯავშნა სხვა მიმართულებაზე (სადაც მათ შესვლის უფლება ექნებათ). NOTAM მოქმედებს 10 ნოემბრამდე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ამ დროიდან, წესები შესაძლოა, შეიცვალოს, ამიტომ გთხოვთ, გაეცნოთ ქვეყანაში შესვლის რეგულაციებს. ჩვენი ფრენების განრიგი არ შეიცვლება, მისი ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე. დამატებით ინფორმაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.