„ჯორჯიან ეარვეისი“ 4 აპრილს ლონდონი-თბილისის მიმართულებით ავიარეისს შეასრულებს
„ჯორჯიან ეარვეისი“ 4 აპრილს ლონდონი-თბილისის მიმართულებით ავიარეისს შეასრულებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 4 აპრილს ლონდონი-თბილისის მიმართულებით ფრენას განახორციელებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„აღნიშნული რეისი გახლავთ გეგმური და მასზე კომპანიას ბილეთების ნაწილი გაყიდული ჰქონდა ავიამიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამდე დიდი ხნით ადრე. შესაბამისად, 4 აპრილის რეისით ისარგებლებენ აღნიშნული მგზავრები, ხოლო დარჩენილი ბილეთები გაიყიდება 3 აპრილს თბილისის დროით დილის 10:00 საათიდან კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ვებგვერდზე.

4 აპრილს A9 752 ლონდონი-თბილისის რეისი შესრულდება გატვიკის აეროპორტის სამხრეთ ტერმინალიდან ადგილობრივი დროით 15:15 საათზე“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.