„ჯორჯიან ეარვეისი“ 3 ივლისის თბილისი-ბერლინი-თბილისის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„ჯორჯიან ეარვეისი“ 3 ივლისის თბილისი-ბერლინი-თბილისის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) 3 ივლისის თბილისი-ბერლინი-თბილისის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„მგზავრების საყურადღებოდ, ვისაც ბილეთები შეძენილი ჰქონდა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ 3 ივლისის თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე, გაცნობებთ, რომ ნებართვა მორიგი ჩარტერული რეისის შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულია და ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება:

3 ივლისი, თბილისი – ბერლინი – თბილისი (გაფრენა 09:30, მოფრენა 17:50);

აქვე განცობებთ, რომ ამავე რეისზე დარჩენილ ბილეთებთან დაკავშირებით, მგზავრობის მსურველებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ გადამყვან ავიაკომპანიას.

მორიგი ჩარტერული რეისებისა და მიმართულებების დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია ცნობილი გახდება მგზავრებისთვის“, – აცხადებენ კომპანიაში..

დატოვე კომენტარი