„ჯორჯიან ეარვეისი“ 2 ივლისიდან თელ ავივის მიმართულებით რეისებს განრიგის მიხედვით შეასრულებს
„ჯორჯიან ეარვეისი“ 2 ივლისიდან თელ ავივის მიმართულებით რეისებს განრიგის მიხედვით შეასრულებს

2 ივლისიდან თბილისი-თელ ავივი-თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები განრიგის მიხედვით შესრულდება. ინფორმაციას „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავიარეისები განხორციელდება ოპერატიული მდგომარეობის გათვალისწინებით, მგზავრთა მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებით.

„ხვალ, 2 ივლისს თელ ავივის მიმართულებით პირდაპირი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6:10 საათზე შესრულდება, ხოლო თელ ავივიდან თბილისის მიმართულებით რეისი 08:45 საათზე გამოფრინდება. ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია „ჯორჯიან ეარვეისის“ გაყიდვების ოფისებში, პარტნიორ სააგენტოებში, ვებსაიტზე www.georgian-airways.com ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით“, – ნათქვამია „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.