ჯორჯია მელონიმ რომის პაპ ლეო XIV-სთან სატელეფონო საუბრისას მიიღო თანხმობა, რომ ვატიკანი მზადაა, უზრუნველყოს პლატფორმა უკრაინაში ომის დასასრულებად მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის
ჯორჯია მელონიმ რომის პაპ ლეო XIV-სთან სატელეფონო საუბრისას მიიღო თანხმობა, რომ ვატიკანი მზადაა, უზრუნველყოს პლატფორმა უკრაინაში ომის დასასრულებად მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ სატელეფონო საუბარი გამართა რომის პაპთან, ლეო XIV-სთან და მიიღო დასტური, რომ ვატიკანი მზადაა, უზრუნველყოს პლატფორმა უკრაინაში ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ იტალიის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა.

როგორც ცნობილია, მელონიმ რომის პაპთან სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინაში სამართლიანი და მყარი მშვიდობის უზრუნველსაყოფად მომდევნო ნაბიჯების შესახებ.

კომუნიკეში აღნიშნულია, რომ მანამდე სატელეფონო საუბარი შედგა ევროპელ ლიდერებსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის. სწორედ ამ საუბრისას სთხოვეს მელონის, გაერკვია წმინდა საყდრის მზადყოფნა ვატიკანში მოლაპარაკებების მიღების შესახებ.

ამასთან, ჯორჯია მელონი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც და დონალდ ტრამპთან დიალოგი განიხილა.