ჯორჯია მელონი – შოკირებული ვარ ჩარლი კირკის მკვლელობით, ეს ღრმა ჭრილობაა დემოკრატიისთვის და მათთვის, ვისაც თავისუფლების სჯერა
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკკვლელობას ეხმაურება და დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„შოკირებული ვარ ჩარლი კირკის, ახალგაზრდა რესპუბლიკელი აქტივისტის მკვლელობით. ეს სასტიკი მკვლელობაა, ღრმა ჭრილობაა დემოკრატიისთვის და მათთვის, ვისაც თავისუფლების სჯერა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და ამერიკელ კონსერვატიულ საზოგადოებას“, – წერს იტალიის პრემიერ-მინისტრი.
კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, კირკი პრეზენტაციას ატარებდა, როცა ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პოლიციას კონსერვატორი კომენტატორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი არ დაუკავებია.
კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.
Sconvolge la notizia dell’uccisione di Charlie Kirk, giovane e seguito attivista repubblicano.
Un omicidio atroce, una ferita profonda per la democrazia e per chi crede nella libertà.
Il mio cordoglio alla sua famiglia, ai suoi cari e alla comunità conservatrice americana. pic.twitter.com/jz5Bxvq9BE— Giorgia Meloni (@GiorgiaMeloni) September 10, 2025