ჯორჯია მელონი საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც სპარსეთის ყურის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს

19:32, 03.04.2026
FILE PHOTO: Italian Prime Minister Giorgia Meloni speaks during a news conference to present her government's first budget in Rome, Italy, November 22, 2022. REUTERS/Remo Casilli/File Photo

FILE PHOTO: Italian Prime Minister Giorgia Meloni speaks during a news conference to present her government's first budget in Rome, Italy, November 22, 2022. REUTERS/Remo Casilli/File Photo

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში ჩავიდა.

იტალიის პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრები საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის მიზანია აღნიშნულ  ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება  და ირანის მხრიდან არსებული თავდასხმების ფონზე იტალიის მხარდაჭერის დადასტურება.

გარდა ამისა, როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია განმარტავს,  ვიზიტი  ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებასაც ემსახურება.

„სპარსეთის ყურის ქვეყნები იტალიისთვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი წყაროა  და გლობალური ენერგეტიკული ფასების განსაზღვრაში გადამწყვეტ როლს თამაშობენ“, – აღნიშნავს იტალიის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.

მსგავსი