ჯორჯია მელონი – იტალია აპირებს, გააგრძელოს მუშაობა ევროპასა და აშშ-თან ერთად უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების განსაზღვრაზე, თუმცა უკრაინაში შესაძლო სამხედრო მისიაში მონაწილეობას არ გეგმავს

18:39, 15.03.2025

იტალიის მთავრობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ადასტურებს, რომ არ გეგმავს უკრაინაში სამხედრო მისიაში მონაწილეობას რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

იტალიის მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხოლოდ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას შეუძლია უზრუნველყოს უკრაინის მომავალი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება.

„პრემიერ-მინისტრმა მელონიმ დაადასტურა, რომ იტალია აპირებს, გააგრძელოს მუშაობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებsa და აშშ-თან ერთად საიმედო და ეფექტური უსაფრთხოების გარანტიების განსაზღვრაზე, თუმცა დაადასტურა, რომ იტალიის მონაწილეობა შესაძლო სამხედრო მისიაში არ იგეგმება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა დღევანდელი ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციის“ ძალისხმევა შედის ოპერაციულ ფაზაში, 20 მარტს ბრიტანეთში სამხედრო მაღალჩინოსნები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს მომავალი სამშვიდობო შეთანხმება.

მსგავსი