ჯორჯია მელონი - ევროკავშირ-აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებზე ფოკუსირება გადამწყვეტია
ევროკავშირ-აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებზე ფოკუსირება გადამწყვეტია, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებაშია აღნიშნული.
მელონის განცხადებით, ატლანტის ოკეანის ორ მხარეს შორის სავაჭრო დაპირისპირების გამოწვევა უაზრობაა.
„ჩვენ ვენდობით ყველა მოთამაშის კეთილ ნებას, რათა მივაღწიოთ სამართლიან შეთანხმებას, რომელიც მთლიანად გააძლიერებს დასავლეთს, იმის გათვალისწინებით, რომ – განსაკუთრებით ამჟამინდელ სცენარში – ატლანტის ოკეანის ორ მხარეს შორის სავაჭრო დაპირისპირების გამოწვევა უაზრობაა. ახლა გადამწყვეტია, მოლაპარაკებებზე ფოკუსირების შენარჩუნება, რათა თავიდან ავიცილოთ პოლარიზაცია, რაც შეთანხმების მიღწევას უფრო რთულს გახდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.