ჯორჯია მელონი - ეჭვგარეშეა, იტალია და საფრანგეთი განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება
ჯორჯია მელონი - ეჭვგარეშეა, იტალია და საფრანგეთი განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე ეს საჭირო იქნება

ეჭვგარეშეა, რომ იტალია და საფრანგეთი განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მელონის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა უზრუნველყოფს მსოფლიო მშვიდობას.

„განვაგრძობთ მხარდაჭერას, ვიდრე ეს იქნება საჭირო ყველა დონეზე. თუ გადავწყვეტდით, ასე არ მოვქცეულიყავით, ჩვენ ვიცხოვრებდით სამყაროში, რომელიც არ იარსებებდა მსოფლიო ომის გარეშე. ბევრად უფრო ქაოტურ სამყაროში, სადაც ომი კიდევ უფრო დაუახლოვდებოდა ჩვენს ქვეყნებს. უკრაინელები რასაც აკეთებენ, ეს ასევე იცავს ჩვენს თავისუფლებას, იცავენ სისტემას, რომელშიც კანონის ძალა ჭარბობს და არა ყველაზე ძლიერის კანონი“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

მედიის ინფორმაციით, მხარეები ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით მართავენ მოლაპარაკებებს, რომელიც მიგრაციასთან დაკავშირებულმა საკითხებმა გაამძაფრა. ისინი ასევე განიხილავენ ივლისში დაგეგმილ ვილნიუსის სამიტის თემასაც.