ჯორჯია მელონი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს რომში უმასპინძლებს
ჯორჯია მელონი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს რომში უმასპინძლებს

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შეხვდება. ვენსი იტალიაში 18-დან 21 აპრილამდე დარჩება, ხოლო შემდეგ ინდოეთში გაემგზავრება.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, სავარაუდოდ, რომში ვიზიტისას ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინს შეხვდება.

CBS News-ის ცნობით, ვენსი არ მიიღებს მონაწილეობას ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებში, რომელსაც აშშ-ის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხელმძღვანელობს.

აღნიშნული შეხვედრა რომში მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.