ჯორჯია მელონი - აღმაშფოთებელი კადრები მილანიდან, ძალადობას, ნგრევას არაფერი აქვს საერთო სოლიდარობასთან, იმედი მაქვს, ორგანიზატორები და ყველა პოლიტიკური ძალა მკაფიოდ დაგმობს ამას
ჯორჯია მელონი - აღმაშფოთებელი კადრები მილანიდან, ძალადობას, ნგრევას არაფერი აქვს საერთო სოლიდარობასთან, იმედი მაქვს, ორგანიზატორები და ყველა პოლიტიკური ძალა მკაფიოდ დაგმობს ამას

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მილანში პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას გმობს.

იტალიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, პალესტინის თვითგამოცხადებულმა მხარდამჭერებმა სამართალდამცველებთან  შეტაკებების პროვოცირება გამოიწვიეს.

„აღმაშფოთებელი კადრები მილანიდან: თვითგამოცხადებული „პროპალის“ წევრები, თვითგამოცხადებული „ანტიფას“ წევრები, თვითგამოცხადებული „პაციფისტები“, რომლებიც რკინიგზის სადგურზე ქაოსს ტეხენ და სამართალდამცველებთან შეტაკებებს პროვოცირებენ. ძალადობა, ნგრევა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სოლიდარობასთან, რომელიც არაფერს შეცვლის ღაზაში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებაში, თუმცა კონკრეტული შედეგები მოჰყვება იტალიის მოქალაქეებისთვის, რომლებიც საბოლოოდ დაზარალდებიან და ამ ბანდიტების მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება თავად მოუწევთ. იმედი მაქვს, გაფიცვის ორგანიზატორებისა და ყველა პოლიტიკური ძალისგან მკაფიო დაგმობას მივიღებთ“, – განაცხადა ჯორჯია მელონიმ.

იტალიის ქალაქებში პალესტინის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები იმართება. ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია ათზე მეტი ადამიანი, სხეულის დაზიანება მიიღო 60-ზე მეტმა პოლიციელმა.