ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ არ სურს აშშ-მა იტალიიდან სამხედრო კონტინგენტი გაიყვანოს და მხარს არ დაუჭერს ამ ინიციატივას

18:42, 04.05.2026
FILE PHOTO: Italian Prime Minister Giorgia Meloni speaks during a news conference to present her government's first budget in Rome, Italy, November 22, 2022. REUTERS/Remo Casilli/File Photo

FILE PHOTO: Italian Prime Minister Giorgia Meloni speaks during a news conference to present her government's first budget in Rome, Italy, November 22, 2022. REUTERS/Remo Casilli/File Photo

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, მას არ სურს, აშშ-მა იტალიიდან სამხედრო კონტინგენტი გაიყვანოს და მხარს არ დაუჭერს ამ ინიციატივას. თუმცა აღნიშნავს, რომ „ეს გადაწყვეტილება მასზე დამოკიდებული არაა“.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გასულ კვირას დონალდ ტრამპმა კითხვაზე, განიხილავდა თუ არა, გერმანიის მსგავსად, ესპანეთსა და იტალიაში დისლოცირებული კონტიგენტის გაყვანას, განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, განიხილავდა.

ესპანეთმაც და იტალიამაც აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ირანზე თავდასხმების განხორციელების მიზნით თავიანთი ბაზებით სარგებლობა შეუზღუდეს.

იტალიაში ამჟამად 12 000-მდე ამერიკელი სამხედროა განთავსებული.

მსგავსი