ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, იტალია უკრაინაში სამხედროებს არ გაგზავნის
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, იტალია უკრაინაში სამხედროებს არ გაგზავნის.
როგორც „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ იტალიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მელონიმ დაადასტურა იტალიის მხარდაჭერა უკრაინის უსაფრთხოების მიმართ. ამავდროულად, „გაიმეორა იტალიის მთავრობის პოზიციის უცვლელი დებულებები გარანტიების საკითხზე. კერძოდ, უარი იტალიური ჯარების უკრაინის ტერიტორიაზე განლაგების თაობაზე“.
„მრავალეროვნულ ძალებში კოალიციის ქვეყნების მონაწილეობის ნებაყოფლობითი ხასიათი და, თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას საკონსტიტუციო პროცედურების დაცვა, ასახავს იმ პრინციპებს, რომლებსაც იტალია არაერთხელ ადასტურებდა“, – აღნიშნულია იტალიის მთავრობის განცხადებაში.