ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ მას არ ეშინია კრემლის მხრიდან მუქარის შემცველი რიტორიკის
ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ მას არ ეშინია კრემლის მხრიდან მუქარის შემცველი რიტორიკის

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მას არ ეშინია კრემლის მხრიდან არსებული მუქარის შემცველი რიტორიკის.

მელონიმ კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინის განცხადებებზე, რომელმაც აღნიშნა, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებელი პირები უკრაინის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ და მიმალვას ცდილობდნენ.

„ვფიქრობ, სიტუაცია არ შეცვლილა იმასთან შედარებით, რაც აქამდე ხდებოდა. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი საქმის კეთება, კერძოდ, იმ შეკავების უზრუნველსაყოფად, რომელიც ევროპამ და დასავლეთმა უკვე შეძლეს. ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ ესკალაცია არ იქნება. პუტინის განცხადებების რომ გვეშინოდეს, გაცილებით ადრე შეგვეშინდებოდა“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.