ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ გენოციდში თანამონაწილეობის ბრალდებით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საჩივარი შევიდა

01:13, 08.10.2025

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ მისი და მისი კაბინეტის ორი მინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საჩივარი გენოციდში თანამონაწილეობის ბრალდებით შევიდა. ამის შესახებ მელონიმ RAI-თან ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც მელონიმ აღნიშნა, საჩივარი ასევე შევიდა თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების წინააღმდეგ.

მისივე თქმით, საჩივარი დაკავშირებულია ისრაელის მიერ ღაზაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებთან.

იტალიის პრემიერ-მინისტრს არ უთქვამს, ვინ შეიტანა საჩივარი მისი და მინისტრების წინააღმდეგ.

„არ მგონია, რომ სხვა ასეთი შემთხვევა არსებობდეს მსოფლიოში ან ისტორიაში“, – აღნიშნა მელონიმ.

მელონის განცხადებით, გაოცებული დარჩა გენოციდში თანამონაწილეობის ბრალდებით.

 

მსგავსი