ჯორჯ სოროსის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს
ჯორჯ სოროსის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს

ნიუ იორკში ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის სახლთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა უესტჩესტერის რაიონში, ფინანსისტის სახლის მახლობლად, საფოსტო ყუთში ყო მოთავსებული. პოლიციის ინფორმაციით, ადგილზე გამნაღმველთა ჯგუფი გამოიძახეს, რომელმაც ბომბის უსაფრთხო დეტონაცია შეძლო. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

უცნობია, იმყოფებოდა თუ არა თავად ჯორჯ სორის სახლში, როდესაც ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

ჯორჯ სოროსი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალ “ფორბსის“ შეფასებით, მისი ქონება 25 მილიარდ დოლარს შეადგენს.