ჯორჯ სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება“ თურქეთში ოპერირებას წყვეტს
ჯორჯ სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება“ თურქეთში ოპერირებას წყვეტს

ჯორჯ სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება“ თურქეთში ოპერირებას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მედიაში გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებები ფონდის მუშაობის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის. განცხადებაში ასევე საუბარია, რომ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიება ცდილობდა, მოეძებნა კავშირი 5 წლის წინ თურქეთში მასობრივ საპროტესტო გამოსვლებსა და ფონდს შორის, რასაც ორგანიზაციაში კატეგორიულად უარყოფენ.

„ღია საზოგადოებაში“ აცხადებენ, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად შეეცდებიან დაასრულონ პროექტები და ოპერაციები, რომელსაც ფონდი თურქეთში ახორციელებდა.