ჯორჯ სოროსი უნგრეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ერთ მილიონ ევროს გამოყოფს
NEW YORK, NY - NOVEMBER 06: Honoree George Soros speaks onstage at the Annual Freedom Award Benefit hosted by the International Rescue Committee at the Waldorf-Astoria hotel on November 6, 2013 in New York City. (Photo by Mike Coppola/Getty Images for International Rescue Committee)
ფონდ „ღია საზოგადოების“ დამფუძნებელი, მილიარდერი ჯორჯ სოროსი უნგრეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ერთ მილიონ ევროს გამოყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „გარდიანი“ სოროსის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კოვიდ-19“-ის პანდემიამ არ იცის საზღვრები არც ქვეყნებს, არც საზოგადოებებს, არც რელიგიებსა და არც ხალხს შორის“, – ნათქვამია სოროსის განცხადებაში.
„მე დავიბადე ბუდაპეშტში, დიდი დეპრესიის დროს, სულ რაღაც 10 წლის შემდეგ, რაც ესპანურმ გრიპს ბუდაპეშტში ათასობით ადამიანი ემსხვერპლა“, – წერს სოროსი და დასძენს, რომ მან გამოიარა მეორე მსოფლიო ომი, უნგრეთში ულტრამემარჯვენე პარტიის მმართველობა და ქალაქის ბლოკადა.
„მე მახსოვს, თუ რას ნიშნავს ექსტრემალურ გარემოებებში ცხოვრება“, – აღნიშნავს წარმოშობით უნგრელი მილიარდერი.
შეგახსენებთ, 2018 წელს ჯორჯ სოროსის ფონდი იძულებული გახდა, საკუთარი ოფისი უნგრეთში დაეხურა. პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ინიციატივით ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას ზღუდავს.