ჯორჯ სოროსი Facebook-სა და Google-ს მანიპულაციაში ადანაშაულებს
ჯორჯ სოროსი Facebook-სა და Google-ს მანიპულაციაში ადანაშაულებს

მილიარდერი ჯორჯ სოროსი Facebook-სა და Google-ს მანიპულაციასა და სიცრუეში ადანაშაულებს. სოროსი ფიქრობს, რომ სოციალური მედიაკომპანიები ზედმეტად გაძლიერდნენ და ინოვაციისთვის დაბრკოლებას წარმოადგენენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თამაშობენ ინოვატორების და განმათავისუფლებელ როლს, კომპანიები ატყუებენ მომხმარებელს ყურადღების მანიპულაციით და განზრახ იწვევენ დამოკიდებულებას თავიანთი მომსახურების მიმართ“, – წერს ჯორჯ სოროსი Project Syndicate-ში.

მილიარდერი ფილანტროპი ასევე ამბობს, რომ აღნიშნული კომპანიები  ინფორმაციის მონოპოლიური გამავრცელებლები არიან და მკაცრ რეგულაციებს უნდა დაემორჩილონ, რაც პირველ რიგში, კონკურენციის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

„აშშ-ის კომპანიების გლობალური დომინირების დანგრევა მხოლოდ დროის საკითხია. ევროკომისარ მარგარეტ ვეშტაგერის მიერ ინიცირებული რეგულირება და დაბეგვრა გაანადგურებს მათ“, – ამბობს სოროსი.