ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ მიხედვით ნეტფლიქსი ფილმს გადაიღებს
ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ მიხედვით ნეტფლიქსი ფილმს გადაიღებს

​ნეტფლიქსი ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ ეკრანიზაციას გადაიღებს. ინფორმაციას ნეტფლიქსის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ფილმს მსახიობი და რეჟისორი ენდი სერკისი გადაიღებს.

ცხოველების ფერმა ინგლისელი მწერლის, ჯორჯ ორუელის სატირულ- ალეგორიული ნაწარმოებია ტოტალიტარულ რეჟიმზე.

ნაწარმოებში საუბარია ცხოველებზე, რომლებმაც აჯანყება მოაწყვეს და ფერმიდან ადამიანები განდევნეს. მათ გადაწყვიტეს, საკუთარი მმართველობის სისტემა შექმნან და თავად მართონ ფერმა, მაგრამ,  არანაირად არ დაემსგავსონ ადამიანებს.