ჯორჯ კლუნი და ჰიუ ლორი Hulu-ს ახალ სერიალში მთავარ როლებს შეასრულებენ

16:57, 04.04.2018

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი და ექიმ ჰაუსის როლის შემსრულებელი ჰიუ ლორი Hulu-ს ახალ სერიალში მთავარ როლებს შეასრულებენ. ინფორმაციას  hollywoodreporter ავრცელებს.

მსახიობები მონაწილეობას მიიღებენ ჯოზეფ ჰელერის რომანის, Catch 22 ეკრანიზაციაში.

ახალი შოუ ექვსი სერიით იქნება წარმოდგენილი. სერიალის სიუჟეტი იტალიაში ვითარდება და მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელი ჯარისკაცების მისიაზე მოგვითხრობს.

მსგავსი