ჯორჯ კლუნი ავარიაში მოყვა
ჯორჯ კლუნი ავარიაში მოყვა

ჰოლივუდის ვარსკლვავი ჯორჯ კლუნი ავარიაში მოყვა. ინფორმაციას ამის შესახებ variety ავრცელებს.

ჯორჯ კლუნის, რომელიც მოტოციკლით მგზავრობდა, მანქანა დაეჯახა. მსახიობი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

57 წლის კლუნიმ ფეხის და თავის ტრავმები მიიღო, ექიმების განცხადებით, დაზიანებები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს .

ავარია იტალიაში, სარდინიაზე მოხდა, სადაც მსახიობი ფილმის გადაღებაზე იმყოფება.