ჯორჯ კენტი არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა
ჯორჯ კენტი არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა

არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ჯორჯ კენტთან შეხვედრა გამართეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის გამოწვევებსა თუ დარღვევებზე გამახვილდა. მათივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ გამოთქმულ კრიტიკას.

შეხვედრას სამი არასამთავრობი ორგანიზაცია დაესწრო.