ლეგენდარულმა ამერიკელმა მოკრივემ, სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ჯორჯ ფორმენმა გამოაქვეყნა ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსანთა ათეულის საკუთარი ვერსია.
საინტერესოა, რომ მოჰამედ ალი საუკეთესო სამეულში ვერ მოხვდა, ხოლო ლენოქს ლუისი მაიკ ტაისონზე მაღლა დგას. გარდა ამისა, არც ერთ თანამედროვე მოკრივეს არ ერგო ამ სიაში მოხვედრის პატივი:
1. ჯო ლუისი
2. როკი მარჩიანო
3. ჯონ ლ. სალივანი
4. ჯეკ ჯონსონი
5. მოჰამედ ალი
6. ფლოიდ პატერსონი
7. ლენოქს ლუისი
8. მაიკ ტაისონი
9. ევანდერ ჰოლიფილდი
10. ჯეკ დემპსი