ჯორჯ ფლოიდის ოჯახის ადვოკატი - ამოვისუნთქოთ მშვიდობისთვის
ჯორჯ ფლოიდის ოჯახის ადვოკატი - ამოვისუნთქოთ მშვიდობისთვის

მინეაპოლისში ​გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ოჯახის ადვოკატი, ბენჯამინ ქრამპი დღეს ფლოიდის შვილთან ერთად მისი გარდაცვალების ადგილზე მივიდა და მოსახლოებას სიტყვით მიმართა.

ადვოკატი ადგილზე მყოფი სამი პოლიციელი დაკავებას ითხოვს, რომლებიც პროკურატურამ მხოლოდ სამსახურიდან გაათავისუფლა. ადვოკატმა ადგილზე მყოფ მოსახლეობას მიმართა.

„მოდით, ამოვისუნთქოთ სამართლიანობისთვის, ამოვისუნთქოთ, რათა მოვაშუშოთ ქვეყანა და რაც მთავარია, ამოვისუნთქოთ ჯორჯ ფლოიდისთვის. ამ კვირას ამოვისუნთქოთ, რათა მოვაშუშოთ ქვეყანა და გავიხსენოთ ჯორჯი. მოდით, გავყვეთ ჯორჯის მაგალითს. მას მშვიდობიანი პროტესტი ენდომებოდა, მას სურს, რომ ყველამ გამოიყენოს თავისი ხმა, მაგრამ ეს კონსტრუქციულად გააკეთონ“,- განაცხადა ქრამპმა.