მინეაპოლისში, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ადგილზე მისი შვილი და ოჯახის ადვოკატი იმყოფებიან. ფლოიდის შვილი, ქვინსი მეისონ ფლოიდი აცხადებს, რომ მას სამართალი სურს.
„ჩვენ გვინდა სამართალი იმის გამო, რაც ახლა ხდება, ეს ძალიან ემოციურია“,- განაცხადა ქუინსი ფლოიდმა.
ადგილზე იმყოფებოდა ოჯახის ადვოკატიც, ბენჯამინ ქრამპი. ქრამპმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოჯახის მკვლელობის ადგილზე მყოფი სამი პოლიციელის დაკავებას მოითხოვს.
„ადამიანები, რომლებმაც არ მოისმინეს, რომლებსაც უნდა მოესმინათ, პოლიციას უნდა დაეცვა ჯორჯ ფლოიდი. ჩვენ ველით ბრალის წაყენებას იმ სამ ოფიცერზეც, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის მკველობისას იქ იმყოფებოდნენ“, – განაცხადა ქრამპმა.
ამ დროისთვის ბრალი მხოლოდ ერთ პოლიციელს, დერეკ შოვინს აქვს წაყენებული, თუმცა ადგილზე მყოფი დანარჩენი სამი პოლიციელი ჯერჯერობით მხოლოდ სამსახურიდან გაათავისუფლეს.