ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას სამოქალაქო პანაშვიდის მონაწილეებმა რვა წუთისა და 46 წამის განმავლობაში პატივი მიაგეს
ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას სამოქალაქო პანაშვიდის მონაწილეებმა რვა წუთისა და 46 წამის განმავლობაში პატივი მიაგეს

სამოქალაქო პანაშვიდის მონაწილეებმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას რვა წუთისა და 46 წამის განმავლობაში პატივი მიაგეს. გამოძიების მიხედვით, მინეაპოლისის პოლიციის ყოფილ ოფიცერს, დერეკ შოვინს, ჯორჯ ფლოიდის კისერზე მუხლი სწორედ რვა წუთის და 46 წამის განმავლობაში ჰქონდა დაჭერილი.

„ვერ ვსუნთქავ“, – ეუბნებოდა ჯორჯ ფლოიდი დერეკ შოვინს, რომელიც აღნიშნული ინციდენტის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

რასიზმის წინააღმდეგ ისაუბრა მღვდელმა შარპტონმა, რომელმაც თქვა, რომ 400-ზე მეტი წლის გამავლობაში ამერიკაში შავკანიანი ადამიანები მარგინალიზებული არიან.

„დროა, ჯორჯის სახელით ავდგეთ და ვთქვათ, აიღეთ მუხლები ჩვენი კისრებიდან. მიზეზი, რის გამოც ჩვენ მსვლელობას მთელს მსოფლიოში ვატარებთ, არის ის, რომ ჯორჯივით ვიყავით. ვერ ვსუნთქავდით არა იმის გამო, რომ ფილტვებში რაღაც გვქონდა, არამედ იმის გამო, რომ თქვენ არ იღებდით მუხლს ჩვენი კისრებიდან“,- განაცხადა მღვდელმა შარპტონმა. სასულიერო პირმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა არასდროს იყო დიდებული არც შავებისთვის და არც ლათინოსებისთვის.

მინეაპოლისში, ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის პატივსაცემად ორგანიზებული ცერემონია დასრულდა.