ჯორჯ ბუშის ყოფილი თანაშემწე თომას გრემი – სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ქმედებები დაკავშირებულია იმასთან, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ირანის შეკავებაა, სომხეთი და აზერბაიჯანი ამ პოლიტიკის ფაქტორებს წარმოადგენენ

13:16, 14.11.2025

სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ქმედებები დაკავშირებულია იმასთან, რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ირანის შეკავებაა და სომხეთი და აზერბაიჯანი ამ პოლიტიკის ფაქტორებს წარმოადგენენ, – ამის შესახებ რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ყოფილმა თანაშემწემ, თომას გრემმა სომხურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

გრემის თქმით, აშშ-ის ინტერესი სამხრეთ კავკასიის მიმართ ამჟამად ტრამპის პოზიციით განისაზღვრება, ხოლო რა მოხდება მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ და გაგრძელდება თუ არა ეს ინტერესი, დიდი კითხვაა, რაც დამოკიდებული იქნება მომდევნო პრეზიდენტის პოლიტიკაზე.

„სომხეთის სამხრეთი რეგიონი, შესაძლოა, სამხედრო კონფლიქტის კერად იქცეს, ეს შესაძლებელია. ერევანი უნდა დაფიქრდეს, თუ როგორ გააგრძელოს საუკეთესო გზა და ვისთან ითანამშრომლოს რეგიონში თავისი პოზიციების დასაცავად. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კონფლიქტი გარდაუვალია“, – განაცხადა ამერიკელმა პოლიტოლოგმა.

მსგავსი