ჯორჯ ბუში უმცროსი ვილნიუსის საპატიო მოქალაქე გახდა
ჯორჯ ბუში უმცროსი ვილნიუსის საპატიო მოქალაქე გახდა

ჯორჯ ბუში უმცროსი ვილნიუსის საპატიო მოქალაქე გახდა. აღნიშნული წოდება აშშ-ის ექსპრეზიდენტმა 2002 წელს ლიეტუვას დედაქალაქში სიტყვით გამოსვლის გამო მიიღო, როცა მან  მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ლიეტუველ ხალხს.

როგორც აშშ-ში ლიეტუვას საელჩოში განაცხადეს, ჯორჯ ბუშ უმცროსისთვის ვილნიუსის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღეს.

„თუ გადავხედავთ უკანასკნელი 10 წლის განმავლობში ლიეტუვას მიღწევებს, თვალსაჩინო გახდება, რომ ქვეყნაში განხორციელებული ცვლილებები მას შემდეგ, რაც ლიეტუვა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი გახდა, გადამწყვეტი იყო. ამასთან, თუ შევაფასებთ, ვისი პოზიცია იყო მნიშვნელოვანი, დავინახავთ, რომ ჯორჯ ბუში უმცროსის როლი იმ ეტაპზე გადამწყვეტი იყო“, – განაცხადა ვილნიუსის მერმა.

2002 წელს ვილნიუსში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ყველა, ვინც ლიეტუვას მტრად აირჩევს, ის აშშ-ის მტერიც გახდება“.