ჯორჯ ბუშ უფროსი სამხედრო პატივით დაკრძალეს
ჯორჯ ბუშ უფროსი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უფროსი ტეხასში, მისი სახელობის ბიბლიოთეკისა და მუზეუმის ტერიტორიაზე,  მეუღლისა და ქალიშვილის გვერდით, სამხედრო პატივით  დაკრძალეს.  ცერემონიას ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.

მანამდე კი გარდაცვლილ პრეზიდენტს პატივი მიაგეს ვაშინგტონში.  ეროვნულ საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო ცერემონიას  მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები მეუღლეებთან ერთად  დაესწრნენ.

ხუთშაბათს კი ჯორჯ ბუშ უფროსის ცხედარი  ჯერ ჰიუსტონში შემდეგ კი,  საგანგებოდ გამოყოფილი მატარებლით ქალაქ კოლეჯ-სთეიშენში გადაასვენეს. მატარებელს  გზად ტეხასის მცხოვრებლები დროშებით ხვდებოდნენ და ექსპრეზიდენტს პატივს მიაგებდნენ.

ჯორჯ ბუშ უფროსი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.