„ჯონსონ ენდ ჯონსონი“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირებას სექტემბრისთვის გეგმავს
„ჯონსონ ენდ ჯონსონი“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირებას სექტემბრისთვის გეგმავს

კომპანა „ჯონსონ ენდ ჯონსონი“  ახალი კორონავირუსის საწინააღმეგო ვაქცინის ტესტირებას სექტემბრისთვის გეგმავს.

„სიენენის“ ცნობით, კომპანიამ განაცხადა, რომ ადამიანებზე „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოცდის დაწყება სექტემბრისთვის იგეგმება. ვაქცინის პირველი პარტია კი, საგანგებო გამოყენებისთვის   მომავალი წლის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი მიზანია გლობალური პანდემიის დროს საგანგებო მოხმარებისთვის  ერთი მილიარდი დოზა ვაქცინის დამზადება.

ვაქცინაზე მუშაობა კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონისა“ და  აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტთან არსებული ბიოსამედიცინო კვლევების უწყების თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს. ვაქცინის შესამუშავებლად აუცილებელი კვლევებისა და გამოცდისთვის 1 მილიარდ დოლარზე მეტია გამოყოფილი.

„მსოფლიო ჯანდაცვის სფერო საგანგებო კრიზისის წინაშეა და მზად ვართ, შევიტანოთ ჩვენი წვლილი იმაში, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ აღმასრულებელი დირექტორის, ალექს გორსკის  განცხადებაში.