„ჯონოული 2 ჰესის“ ფლობისა და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
„ჯონოული 2 ჰესის“ ფლობისა და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

ენერგეტიკის სამინისტრომ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში მდინარე ჯონოულზე ასაშენებელი „ჯონოული 2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა კომპანია შპს „ჯეენ გეორგია”-ს განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.

„ჯონოული 2 ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 32.00 მვტ-ია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი 129.20 მლნ.კვტ.სთ-ს შეადგენს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 50,000,000 აშშ დოლარია.

დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადი ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების შესაბამისად ენერგეტიკის სამინისტროში 2017 წლის 10 დეკემბერის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.