ჯონი ჯანაშია - სალომე ზურაბიშვილმა გარკვევით ილაპარაკა, რა როლი შეიძლება იკისროს იმ ურთიერთობაში, რაც პაციენტსა და ექიმს შორის არის
ჯონი ჯანაშია - სალომე ზურაბიშვილმა გარკვევით ილაპარაკა, რა როლი შეიძლება იკისროს იმ ურთიერთობაში, რაც პაციენტსა და ექიმს შორის არის

სალომე ზურაბიშვილმა გარკვევით ილაპარაკა, რა როლი შეიძლება იკისროს იმ ურთიერთობაში, რაც პაციენტსა და ექიმს,  საერთოდ ჯანდაცვის სისტემებს შორის არის, – ამის შესახებ ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა ჯონი ჯანაშიამ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მედიკოსებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მე მივიღე საკმაოდ გარკვეული პასუხები. გარკვეული პასუხი მივიღე მე იმ კითხვაზე, რომელიც უშუალოდ მე მქონდა და შეეხებოდა ქვეყნის ნარკოპოლიტიკას და ეს იყო ჩემთვის ის მისაღები პასუხი, რაც აინტერესებს მთელს მოსახლეობას და განსაკუთრებით კი, სამედიცინო სამყაროს. რატომ ვუჭერ მე მხარს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.

მიაქცევდით ალბათ ყურადღებას პრეზიდენტობის სხვა კანდიდატების ამ საარჩევნო მარათონს და ყველას აქვს აგებული ერთმანეთის გინებაზე, ლანძღვაზე და შეურაცხყოფაზე, გარდა ქალბატონი სალომესი, რომელიც არის გაწონასწორებულის ეტალონი და ჩემთვის არის ის ადამიანი, რომლის პირადმა შემართებამ, ერუდიციამ და განათლებამ გააკეთა ის, რომ საქართველოდან გავიდა რუსეთის ბაზები მაშინ, როდესაც ეს იყო ყოვლად შეუძლებელი და წარმოუდგენელი რამ“, – აღნიშნა ჯონი ჯანაშიამ.

სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს დღეს შეხვდა.

დატოვე კომენტარი