ჯონი დეპს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ

12:10, 10.07.2018

მსოფლიო კინოს ვარსკვლავს, ჯონი დეპს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

მსახიობ ჯონი დეპს ფილმ City of Lies გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სდებს ბრალს.

„დეპის საქციელი იმდენად აგრესიული იყო, რომ ვაპირებდი დაცვისთვის დამეძახა. თუმცა ის ყვიროდა და მეუბნებოდა – შენ ვერ მეტყვი, რა და როგორ უნდა ვქნა. შემდეგ კი ფიზიკურად შემეხო “, – განაცხადა CNN-თან საუბრისას გრეგმა.

აღნიშნული ფაქტი 2017 წლის 13 აპრილს მოხდა. გრეგმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მომხდარი ინციდენტის დროს დეპი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 

მსგავსი