ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტთან აქცია გამართა
ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტთან აქცია გამართა

„ქართული დასის” ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის შენობასთან აქცია გამართა. მისი თქმით, მთავარი მოთხოვნა საქართველოში მიგრანტების გადმოსახლების შეჩერებაა.

ბაღათურიას განცხადებით, სხვადასხვა უცხოური ორგანიზაციიდან გამოყოფილია 15 მილიონი ლარის გრანტი, რათა მედიაში მიგრანტების ჩამოსახლებაზე სიუჟეტები მომზადდეს.

„ამ გრანტს იღებენ ადამიანები სიუჟეტის, პოზიტიური ფლეშმობის მოწყობისთვის, რომ როგორმე გაამართლონ მთავრობის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, ჩამოასახლონ საქართველოში აზიისა და აფრიკის ღარიბი ქვეყნებიდან შეუზღუდავი რაოდენობით მიგრანტები. მოვითხოვთ, შეჩერდეს მიგრანტების გადმოსახლება.

აქ არის სამი მომენტი:  უსაფრთხოების მომენტი, ასევე კულტურული გარემოს ძალადობრივი ცვლილება და ეთნიკური ბალანსის ცვლილება,” – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.