ჯონდი ბაღათურია - ჩვენი პროგრამა იმდენად წარმატებულია, რომ უმუშევარი ახალგაზრდა აღარ დაგვრჩება, მუშახელი დაგვაკლდება
ჯონდი ბაღათურია - ჩვენი პროგრამა იმდენად წარმატებულია, რომ უმუშევარი ახალგაზრდა აღარ დაგვრჩება, მუშახელი დაგვაკლდება

„ქართული დასის“ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, მისი პარტიის საარჩევნო პროგრამის მიხედვით, ეკონომიკის მთავარი მდგენელი არის კვების ინდუსტრია, რომელიც ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციას გადაამუშავებს.

ბაღათურიას თქმით, ქართული კვების მრეწველობაში ორი მილიარდი ლარი ჩაიდება. ჯონდი ბაღათურია განმარტავს, რომ არალიკვიდურ აქტივებს გამოისყიდიან და ხალხი საბანკო დავალიანებებისგან გათავისუფლდება.

„ჩვენი პროგრამის მიხედვით, ეკონომიკის მთავარი მდგენელი არის სოფლის მეურნეობა. უფრო ზუსტად, ეს არის კვების ინდუსტრია, რომელიც ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციას გადაამუშავებს. ჩვენ ერთ მილიარდ ლარს, საბანკო სისტემის გავლით ვდებთ სოფლის მეურნეობაში, შესაბამისად, ამით გამოვისყიდით არალიკვიდურ აქტივებს, ანუ, პრობლემურ ვალებს.

ამით ხალხი გათავისუფლდება საბანკო დავალიანებებისგან. ბანკები ამ ერთი მილიარდის გარდა, მიიღებენ კიდევ ერთ მილიარდს, რომელიც არის დარეზერვებული ეროვნულ ბანკში. შესაბამისად, ორი მილიარდი იდება უდიდეს და წარმატებულ ინდუსტრიაში, რასაც ქართული კვების მრეწველობა ჰქვია. იმდენად წარმატებული პროგრამაა, უმუშევარი ახალგაზრდა აღარ დაგვრჩება, მუშახელი დაგვაკლდება, დეფიციტი შეიქმნება“, – განაცხადა ბაღათურიამ.

ამასთან, ბაღათურიას თქმით, საშუალო პენსია 365-415  ლარის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება სოციალურ პროგრამას, აქედან გამოვყოფდით საპენსიო რეფორმას, რომლის მიხედვით, პენსია გაიცემა სტაჟისა და დამსახურების მიხედვით. საშუალო პენსია იმერყევებს 365 ლარიდან 415 ლარამდე“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

დატოვე კომენტარი