ჯონათან ტაბუ - საქართველოს აღმასვლა გულშემატკივარმა განაპირობა #1TVSPORT
ჯონათან ტაბუ - საქართველოს აღმასვლა გულშემატკივარმა განაპირობა #1TVSPORT

საქართველო-ბელგიის (76:79) მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე შეხვედრის გმირი ბელგიელი ჯონათან ტაბუ გამოცხადდა.

ჯონათან ტაბუ:

ყველამ დაინახა, რომ ძალიან მძიმე მატჩი იყო. საქართველოს ქომაგი ძალიან დაეხმარა. ჩემი აზრით, სწორედ გულშემატკივრებმა განაპირობეს საქართველოს ნაკრების აღმასვლა. ძალიან მომწონს ასეთი მომენტები. მიუხედავად იმისა, რომ წინ ვიყავით, ჩანდა, რომ ყველაფერი ბოლო წამებზე უნდა გადაწყვეტილიყო. საქართველოს ნაკრებში გაცვლა მოხდა, ჩემზე ბურჯანაძე გადმოვიდა, რაღაც უნდა გამეკეთებინა. ვისროლე და მიხარია, რომ ჩემი ტყორცნით, ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდა.

ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დარიო ჯერჯია:

თავიდან კარგად დავიწყეთ, ვაკონტროლებდით, მეოთხე პერიოდში სამი შეტევითი მოხსნისა და სამი სამქულიანის შემდეგ საქართველომ გაგვასწრო. ბოლო წამებამდე, 45 წუთი ვიბრძოლეთ და დასახულ მიზანს ძალიან რთულ მატჩში მივაღწიეთ.