ჯონათან ჯანოგლი – ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდით, რათა მხარდაჭერა გამოგვეხატა საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციებისა და გაერთიანებულ სამეფოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იდეისადმი

17:59, 30.08.2023

გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

როგორც ჯონათან ჯანოგლი აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციების, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებულ სამეფოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იდეისადმი მხარდაჭერა გამოხატეს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდით იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგვეხატა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ამბიციების, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებულ სამეფოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის იდეისადმი“,- აღნიშნავს ჯონათან ჯანოგლი.

მსგავსი