ჯონ შა ადრონული თერაპიის ცენტრზე - წარვადგენთ და დავნერგავთ ჩვენს ტექნოლოგიებსა და გამოცდილებას ქუთაისში, რათა დავაჩქაროთ პროექტის დაწყება
ჯონ შა ადრონული თერაპიის ცენტრზე - წარვადგენთ და დავნერგავთ ჩვენს ტექნოლოგიებსა და გამოცდილებას ქუთაისში, რათა დავაჩქაროთ პროექტის დაწყება

იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის მნიშვნელობა გამოიხატება ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნაში. ჩვენ წარვადგენთ და დავნერგავთ ჩვენს ტექნოლოგიებს და გამოცდილებას ქუთაისში, რათა დავაჩქაროთ ხსენებული პროექტის დაწყება, – ამბობს იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ჯონ შა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ გადაღებულ ფილმში, რომელშიც საუბარია ადრონული თერაპიის ცენტრზე.

მისი თქმით, როდესაც საუბარია სამედიცინო ფიზიკაზე, იულიხს ამ შემთხვევაშიც უდიდესი როლის შესრულება შეუძლია.

„ამ მხრივ ჩვენ გვყავს უამრავი ექსპერტი ბირთვული ფიზიკის, იმიჯინგის და რადიოქიმიის სფეროდან, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ასეთი პროექტის განსახორციელებლად. როდესაც საუბარია სამედიცინო ფიზიკაზე, იულიხს უდიდესი როლის შესრულება შეუძლია ამ შემთხვევაშიც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ძალიან ნაყოფიერი და ორივე მხარისთვის სასარგებლო. ჩვენ წარვადგენთ და დავნერგავთ ჩვენს ტექნოლოგიებს და გამოცდილებას ქუთაისში, რათა დავაჩქაროთ ხსენებული პროექტის დაწყება. გვაქვს მჭიდრო კონტაქტი ჩვენს ქართველ კოლეგებთან, ასევე კოლეგებთან მთელ გერმანიაში და არა მხოლოდ იულიხში, რათა გავზარდოთ თანამშრომლობის მასშტაბი. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან“, – აცხადებს ჯონ შა.