ჯონ მაკკეინმა დონალდ ტრამპი პუტინისთვის მილოცვის გამო გააკრიტიკა
ჯონ მაკკეინმა დონალდ ტრამპი პუტინისთვის მილოცვის გამო გააკრიტიკა

ჯონ მაკკეინმა დონალდ ტრამპი პუტინისთვის მილოცვის გამო გააკრიტიკა.

არიზონელი სენატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, პუტინი დიქტატორად არის მოხსენიებული.

„აშშ-ის პრეზიდენტი არ იქცევა თავისუფალი სამყაროს ლიდერის მსგავსად, როდესაც დიქტატორებს ულოცავს ყალბ არჩევნებში გამარჯვებას“ – ნათქვამია მაკკეინის განცხადებაში.

მისივე თქმით პუტინისთვის მილოცვით, ტრამპმა „შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის თითოეულ მოქალაქეს, რომელთაც უარი უთხრეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მონაწილეობასა და საკუთარი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში”.

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გუშინ გამართა. კრემლის ცნობით, აშშ-ის ლიდერმა პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ლიდერებმა ასევე განიხილეს სირიის, უკრაინის და ჩრდილოეთ კორეის საკითხი

დატოვე კომენტარი