ჯონ მაკკეინი დონალდ ტრამპს აკრიტიკებს  
ჯონ მაკკეინი დონალდ ტრამპს აკრიტიკებს  

ჯონ მაკკეინმა აშშ-ის პრეზიდენტი გააკრიტიკა. არიზონელი სენატორის თქმით, დონალდ ტრამპს „მიამიტურად სჯერა პუტინის განცხადების, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში არ ერეოდა“.

„არანაირი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ არ არსებობს, როდესაც შენ ამბობ, რომ KGB-ს პოლკოვნიკს ენდობი“, – წერს მაკკეინი.

ეს განცხადება მაკკეინის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გავლენიანი სენატორის თქმით, ტრამპი არა პუტინს არამედ აშშ-ის დაზვერვის მონაცემებს უნდა ენდობოდეს.

„ვლადიმირ პუტინს აშშ-ის ინტერესები არ ანაღვლებს. სხვაგვარად ფიქრი უბრალოდ მიამიტობა არ არის. ეს ემუქრება აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას“ – აცხადებს ჯონ მაკკეინი.