ჯონ კირბი - თეთრი სახლი მოუწოდებს ისრაელს, იმუშაოს ღაზაში კონფლიქტის შეჩერებაზე, რათა გაათავისუფლონ მძევლები და გაზარდონ ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის
თეთრი სახლი მოუწოდებს ისრაელს, იმუშაოს ღაზის სექტორში კონფლიქტის შეჩერებაზე, რათა გაათავისუფლონ მძევლები და გაზარდონ ჰუმანიტარული დახმარების ნაკადი პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჰუმანიტარული პაუზის შესახებ მოლაპარაკებებში გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, თუმცა ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო.
„ჩვენ ვაგრძელებთ ჰუმანიტარული პაუზის მხარდაჭერას“, – განაცხადა კირბიმ.
კირბის თქმით, ის მიესალმება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს ორი მძევალი რაფაჰში. მისივე თქმით, ღაზის კრიზისი არ შეიძლება, დასრულდეს, ვიდრე „ჰამასი“ არ გაათავისუფლებს ყველა მძევალს.