რაფაჰში ოპერაცია „ჰამასს“ ვერ დაამარცხებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბის თქმით, „ჰამასის“ განადგურებისთვის არსებობს უკეთესი გზებიც, ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებაა.
კირბი ასევე აცხადებს, რომ აშშ-ისრაელის კონსულტაციები რაფაში ძირითადი სახმელეთო ოპერაციის ალტერნატივების შესახებ ისევ მიმდინარეობს.
„ეს არჩევანია, რომლის გაკეთებაც ისრაელს მოუწევს და იმედი გვაქვს, რომ ისრაელი ამას გააკეთებს“, – განაცხადა კიბრიმ.
შეგახსენებთ, დღეს პენტაგონმა დაადასტურა, რომ აშშ-მა ისრაელისთვის იარაღის გაგზავნა დააპაუზა.