ჯონ კირბი - კმაყოფილი ვართ, რომ ვაკმაყოფილებთ უკრაინის საჭიროებებს კონტრშეტევისთვის, როდის დაიწყებენ, მათზეა დამოკიდებული
ჯონ კირბი - კმაყოფილი ვართ, რომ ვაკმაყოფილებთ უკრაინის საჭიროებებს კონტრშეტევისთვის, როდის დაიწყებენ, მათზეა დამოკიდებული

ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ მათ თავის მოკავშირეებთან ერთად სათანადოდ უზრუნველყვეს უკრაინის სამხედრო დახმარება კონტრშეტევის დასაწყებად. შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ გააკეთა.

„ჩვენ საკმაოდ კმაყოფილი ვართ, რომ  ვაკმაყოფილებთ ამ დროისთვის უკრაინის საჭიროებებს მისი კონტრშეტევისთვის. როდის დაიწყებენ, ეს მათზეა დამოკიდებული, თუმცა ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ და როდესაც ვამბობ „ჩვენ“, ვგულისხმობ არა მარტო შეერთებულ შტატებს, არამედ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს. ჩვენ ბევრი გავაკეთეთ და მზად ვართ, განგვაგრძოთ კიდევ ბევრი რამის კეთება მომდევნო დღეებსა და თვეებში“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

მისივე თქმით, სამხედრო დახმარებით უზრუნველყოფაში, საჰაერო თავდაცვის სისტემების გარდა, იგულისხმება ჯავშანტექნიკა, არტილერია, საბრძოლო მასალა და სამხედრო წვრთნებიც.