ჯონ კირბი - ირანი რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში ეხმარება
ჯონ კირბი - ირანი რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებელი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში ეხმარება

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, ირანი რუსეთს ეხმარება უკრაინაში გამოსაყენებელი თვითმფრინავების წარმოებაში.

„ისინი, რა თქმა უნდა, განაგრძობენ უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას და რეალურად ეხმარებიან რუსებს ირანული დიზაინის უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში. ჩვენ ვიცით, რომ რუსები, უკვე დიდი ხანია, იყენებდნენ და იყენებენ ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც მათ ჩრდილოეთ კორეიდან მიიღეს, მაგრამ მე, პირადად, არ ვფლობ ოფიციალურ დასტურს, რომ ირანული რაკეტები იქნა გადატანილი და გამოყენებული“, – განაცხადა ჯონ კირბიმ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მედიის ცნობით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეზღუდვებს ირანის გარკვეული რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და სხვა ტექნოლოგიების ექსპორტზე ვადა ოქტომბერში ამოეწურა, თუმცა შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა შეინარჩუნეს სანქციები ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამაზე.